სიახლე

დღეს აღდგომაა!

მედიაცენტრი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს დღესასწაულების დღესასწაულს უწოდებენ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სიონის საკათედრო ტაძარშიც, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე შიომ და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. “მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა! The post დღეს აღდგომაა! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი