სიახლე
“აშშ-მა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერა”- პესკოვი
მედიაცენტრი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეაჩერა. „ეს გზა ამჟამად შეჩერებულია. გაგებით ვეკიდებით ჩვენი ამერიკელი კოლეგების დატვირთულობას“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ზედმიწევნითი და ნელი იქნება. „ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი ძალიან რთულ, ზედმიწევნით და შრომატევად მოლაპარაკებებს შეეხება“, – აღნიშნა პესკოვმა. The post “აშშ-მა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერა”- პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.