„მეორეხარისხოვანი როლი“ პეკინის საერთაშორისო ფესტივალზე
კინორეჟისორი ანა ურუშაძე არაერთი ფილმით არის ცნობილი. წელს, ანას ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი“ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო ჩამონათვალშია. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 აპრილს იხსნება და 26 აპრილამდე გაგრძელდება. ანა ურუშაძე ცნობილი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ქალიშვილია. ახალგაზრდა, 35 წლის კინორეჟისორი არაერთხელ ავიდა მსოფლიო სცენებზე და ასახელა საქართველო. მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი და საქართველოს სახელმწიფო კინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი“ საქართველოშია გადაღებული. ფილმი ესტონელმა ოპერატორმა, რეინ კოტოვმა გადაიღო, რომელიც ანას მამის – ზაზა ურუშაძის ცნობილი ფილმის, „მანდარინების“ ოპერატორია. კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირს ხელმძღვანელობდა. 2002-2004 წლებში კი,… The post „მეორეხარისხოვანი როლი“ პეკინის საერთაშორისო ფესტივალზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →