სააგენტო "პარალელი"
“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია
უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ოპოზიციის ალიანსისა და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს (რაც საშური საქმეა, ნამდვილად), მაგრამ თან იმასაც ამატებს (და რეალურად ამის სათქმელად წერს), რომ ლამის ჩვენ ვიგონებთ და “ვბერავთ” რეპრესიების მასშტაბებს:
თქვენ იმას დაელოდეთ, ბიძინა რა დასკვნებს გამოიტანს ორბანის მარცხიდან ახლა და უტყუარად როგორ გადაწყვეტს, რომ ზედმეტ დემოკრატიას გაეთამაშა და მაგიტომ წააგო. ის რომ არ ვთქვათ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მისთვის სრულიად წარმოუდგენელი აქტის გამო მთლად დიფსთეითის აგენტად მონათლავს მისი მოძალადე და პოლიტიკის და სუპერმინიმალური დემოკრატიის უარმყოფელი ტვინით.
დაელოდეთ, და მეცხრამეტე წრეზე რომ დაიჭერს ყველას, ვინც რამის გამკეთებელი ჰგონია და თქვენ რომ მეცხრამეტე წრეზე ისევ მარტო იქნებით გარეთ, მაგ მეცხრამეტე გამოცდილება მაინც შეავსეთ რეალური საქმით და არა ისევ იმათი კრიტიკით, ვინც ციხეში იქნება ან გარეთ დღენიადაგ დანის პირზე ივლის. ნუ დარჩებით ისევ ამაყ კომენტატორებად 
Ps და მთლად “პოლიტიკური აუტისტები” მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“, – წერს ნიკა გვარამია.
“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია
პარალელი