სააგენტო "პარალელი"
“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება, პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით:
“ძალიან მაგარი ამბავი მოხდა, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას “გარდაეცვალათ” მამა, ვიქტორ ორბანის სახით.
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, “კაცი-კაცია და ქალი-ქალია”, აღვირახსნილი კორუფცია, ანტიევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.
“ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!”
ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება – უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტ პატიმრები.
ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.
რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი