სიახლე
საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა – მოქალაქეებს აფრთხილებენ
მედიაცენტრი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა – მოქალაქეებს აფრთხილებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.