სიახლე
პარლამენტი ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
მედიაცენტრი
15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. The post პარლამენტი ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.