საზღვარგარეთ დაკავებულ რუსებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიცავენ – კანონი მიღებულია
რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. კერძოდ, რუსეთის პარლამენტმა (სახელმწიფო დუმამ) პირველი მოსმენით მიიღო სამთავრობო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლის ან სხვა დევნის შემთხვევაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების აღნიშნული შემთხვევებისთვის გამოყენების უფლება რუსეთის პრეზიდენტს მიენიჭება. თუ რუსეთის პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონპროექტს და რუსეთის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ის გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში. The post საზღვარგარეთ დაკავებულ რუსებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიცავენ – კანონი მიღებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →