უკრაინამ და გერმანიამ 4 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმეს
უკრაინამ და გერმანიამ 4 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი ავრცელებს. “საუბარი მქონaდა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან. შევთანხმდით თავდაცვის სფეროში შეთანხმებების პაკეტზე, რომელიც 4 მილიარდ ევროს აღწევს – რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა, განვავითაროთ შორი მანძილის შესაძლებლობები, ერთად ვაწარმოოთ დრონები”, – წერს ფედოროვი. ის აკონკრეტებს, რომ გერმანია რამდენიმე ასეული Patriot-ის რაკეტებისთვის კონტრაქტს დააფინანსებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინული ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. ასევე გერმანია უკრაინისთვის 36 IRIS-T გამშვების მიწოდებას აპირებს. The post უკრაინამ და გერმანიამ 4 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →