უნგრეთი უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან სასესხო პაკეტს არ დაბლოკავს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან ($105 მლრდ.) სასესხო პაკეტს არ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მომავალი პრემიერის განმარტებით, ქვეყანა მძიმე ფინანსურ კრიზისშია, ამიტომ ბუდაპეშტი დამატებითი სესხების აღებას ვერ შეძლებს. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის თქმით, ახლა მთავარი პრიორიტეტი კუთვნილი ევროპული ფონდების დაბრუნებაა. პარალელურად, მადიარმა უპასუხა კითხვას რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შენარჩუნებას აპირებს. The post უნგრეთი უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან სასესხო პაკეტს არ დაბლოკავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →