ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“
ღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. „მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ექვემდებარება ყველა კატეგორიის ღვინო, გარდა სახლის ღვინისა, რომელშიც გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა – 40 მგ/ლ-ს, ხოლო ერთი ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა 3 000-ს არ აღემატება. აღნიშნული ღვინის კატეგორია, თავისი შინაარსით, გულისხმობს მცირე ზომის მარანში წარმოებულ ღვინოს. მცირე ზომის მარანში მოიაზრებოდა მეწარმე, რომელსაც ტრადიციულად აქვს საოჯახო მარანი და აწარმოებს დამახასიათებელ, განსხვავებულ ღვინოს. თუმცა, ვინაიდან მცირე ზომის მარნის ცნებამ და ჭარბმა წარმადობამ… The post ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →