სერგეი ლავროვი სი ძინპინს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე, ლავროვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს ეწვევა. „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გლობალურ საქმეებში სტაბილიზატორის როლს ასრულებს. ისინი დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან – მსოფლიო უმრავლესობისთვის, რომელსაც არა პრობლემები და ტურბულენტობა, არამედ მდგრადი განვითარებისთვის მშვიდი პირობები სურს“, – განაცხადა ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ასევე, ლავროვის თქმით, ირანის წინააღმდეგ… The post სერგეი ლავროვი სი ძინპინს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →