„მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“ – მაკა ბოჭორიშვილი
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აქვე მან აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკური დიალოგის წარმოებას საქართველოსთან, რომელიც, მისივე თქმით, ევროკავშირმა 2024 წელს შეაჩერა. “სხვაგვარად, ნებისმიერი ფორმით გამოხატული წუხილი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე ვერ იქნება გულწრფელი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის პოლარიზაციის მიზანს მოემსახურება, რაც ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი მხრიდან აღქმული და შეფასებული, როგორც მეგობრული სულისკვეთება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. The post „მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“ – მაკა ბოჭორიშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →