სიახლე

„ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა“ – მაკა ბოჭორიშვილი

Alia

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა: „ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა. „ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. სწორედ „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგად საქართველო ერთმნიშვნელოვნად […] The post „ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა“ – მაკა ბოჭორიშვილი appeared first on .

პირველწყარო →

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა:

„ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა.

„ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.

სწორედ „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგად საქართველო ერთმნიშვნელოვნად
უფრო დემოკრატიული
და თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფოა დღეს, ვიდრე ის გახლდათ 2012 წელს.

2014 წლიდან, საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფა, თავად კრიტიკულად განწყობილ ბრიუსელის ბიუროკრატიასაც კი გაუჭირდა 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწად ნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თვისივე ანგარიშების და დასკვნების
საფუძველზე.

საქართველოს პროგრესის, რომლის უკან სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება დგას, დასტურია ევროკომისიის ყველა ანგარიში, რაც კი 2025 წლამდე მომზადებულა ბრიუსელში და გამოქვეყნებულა.

პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა…”

The post „ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა“ – მაკა ბოჭორიშვილი appeared first on .


მსგავსი