თურქეთში, სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა
თურქეთში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ. ქაჰრამანმარაშის რეგიონის გუბერნატორმა, მუქერემ უნლუერმა სკოლაში თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა, რომ სკოლაში ცეცხლი მერვე კლასის მოსწავლემ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ზურგჩანთით შეიტანა, ორ საკლასო ოთახში შევიდა და სროლა დაიწყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაღუპულია თავად 14 წლის თავდამსხმელიც, თუმცა უცნობია, იგი პოლიციამ მოკლა თუ თავი მოიკლა. The post თურქეთში, სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →