ოზურგეთელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა კუტალაძე გერმანიაში, საფეხბურთო კლუბ FC Mecklenburg schwerin აკადემიაში ჩაირიცხა. პოზიცია _ მეკარე, ასაკი _16 წელი.
ლუკამ ფეხბურთის თამაში ოზურგეთის ” მერცხალში” დაიწყო, მწვრთნელი (დავით სურგულაძე), შემდეგ გადავიდა ქუთაისის ” ტორპედოს” აკადემიაში (მწვრთნელი ლევან ნიჟარაძე). ლუკამ წარმატებით გაიარა გერმანული კლუბის მიერ შეთავაზებული სავარჯიშო და სათამაშო ტესტირებები.
ლუკას წარმატება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა შრომა, მონდომება და დისციპლინა.
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მისი და ვიცით, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელის.
გილოცავ, ლუკა! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! წარმატებები! ოზურგეთი ამაყობს შენი წარმატებით, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფეხბურთის მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი.
The post ოზურგეთიდან გერმანიაში _ ლუკა კუტალაძე FC Mecklenburg schwerin აკადემიაში ჩაირიცხა appeared first on გურია ნიუსი.