სიახლე

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

ტვ ოდიში

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი და ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებენ. „ახლახან გახდა ცნობილი ოდესაში ამ მძიმე ღამის შემდეგ მერვე დაღუპულის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ასევე, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა,“ – […] The post რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16 appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი და ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებენ.

„ახლახან გახდა ცნობილი ოდესაში ამ მძიმე ღამის შემდეგ მერვე დაღუპულის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ასევე, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა,“ – განაცხადა ქალაქის ხელმძღვანელმა.

ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით დაზიანებულია კრიტიკული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები. მინიმუმ სამ მრავალსართულიან შენობაში განადგურებულია ფასადები და მინები, დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი და მიმდებარე შენობები. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ობიექტზე ხანძარიც გაჩნდა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

The post რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16 appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი