სიახლე

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

GuriaNews

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს. როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე, შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით. „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება […] The post კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე  გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე, შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით.

„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, მაშინვე შეუწყდება  ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს ანუ მოქალაქეებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ, რადგან საუბარია ყველაზე გაჭირვეულ ფენაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. შესაბამისად, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა, ბაზრის კვლევა და როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, ძველს მაშინვე შეუწყდება  ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

The post კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების  პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი