სიახლე

რატომ კეტავენ აბასთუმნის თავზე ცას – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტება

GuriaNews

აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ცას კეტავენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს „შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის […] The post რატომ კეტავენ აბასთუმნის თავზე ცას – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ცას კეტავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს

„შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი. საჰაერო სივრცის სწორედ ამგვარი შეზღუდვა ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიო პრაქტიკაშიც და ჩვენ რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ შემოგვიღია”, – განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები ფრენების ეფექტიანობასა და ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უსაფუძვლოა.

„არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ფრენების ეფექტიანობას და უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ცვლილებები დამუშავებულია საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურების და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან მის სრულ შესაბამისობას და გამტარუნარიანობის შენარჩუნებას”, – აღნიშნა იოსელიანმა.

The post რატომ კეტავენ აბასთუმნის თავზე ცას – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი