სიახლე

ლევან მახაშვილი: „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც

GuriaNews

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: _ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული, დეტალური საუბარი იყო. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად, ამ სახელმწიფოებს: პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის, თუ ჩვენ […] The post ლევან მახაშვილი: „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

_ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული, დეტალური საუბარი იყო. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად, ამ სახელმწიფოებს: პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის, თუ ჩვენ სად ვხედავთ პრობლემებს და როგორც წარმოგვიდგენია მოგვარება. რა თქმა უნდა, არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი. რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს საერთო გამოსავალი.

უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ქართული მხარის მხრიდან კითხვა დაისვა გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

„ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში, როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ გერმანიისთვის 2 წელი ასეთ მარტივი პრობლემის გასწორება არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. ტექნიკური ხარვეზის გარდა ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. იმედია, თუ მართლა ეს ტექნიკური ხარვეზია, უახლეს მომავალში გამოსწორდება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

დელეგაციას ხელისუფლებიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა. ასევე, შეხვედრა შედგა ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან.

The post ლევან მახაშვილი: „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი