როდის დაიწყება ზემო ნატანების სკოლის შენობის მშენებლობა? – ამ კითხვით, „გურია ნიუსმა“ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ქეთევან ხომერიკს მიმართა.
„ველოდებით, პროექტის გაგრძელებას. მინდა ვთქვა, რომ ამ ეპატზე სოფელ ქვემო ნატანებში მიმდინარეობს სკოლის და ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე ხდება შიდა გზების მოწესრიგება,“ – გვითხრა ქეთევან ხომერიკმა.
მას და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, როდის დაიწყება ზემო ნატანების სკოლის მშენებლობა.
2022 წლის 14 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით გავიგეთ, რომ უნდა დაწყებულიყო ზემო ნატანების საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. ორი წლის შემდეგ, 2024 წელს, ზემო ნატანების სკოლის შენობის სრული დემონტაჟიც კი არ იყო დასრულებული. ამჯერად, 2025 წელს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც იქნა, შენობის დემონტაჟი დასრულდა. რაც შეეხება 2026 წელს, ამ დრომდე კონკრეტული ინფორმაცია მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით არ არის „გურია ნიუსთვის“ ცნობილი.
The post „ველოდებით პროექტის გაგრძელებას“ – ზემო ნატანების სკოლის მშენებლობის საკითხი ისევ უცნობია appeared first on გურია ნიუსი.