სიახლე

„სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული”- პაპი

მედიაცენტრი

რომის პაპი აცხადებს, რომ სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. „სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. ომის ბატონები თავს აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ მხოლოდ წამია საჭირო განადგურებისთვის, ხოლო აღდგენა ხშირად მთელ სიცოცხლეს მოითხოვს. თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მკვლელობასა და განადგურებაზე მილიარდობით დოლარი იხარჯება, ხოლო განკურნებისთვის, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები სადაც უნდა ეძებო, ვერსად ნახავ. იესომ გვითხრა: ნეტარ არიან მშვიდობის მქმნელნი, მაგრამ ვაი მათ, ვინც სარგებლობს რელიგიით და თვით ღმერთის სახელით საკუთარი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებისთვის, წმინდას ბნელეთსა და ჭუჭყში მიათრევს“, – განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ. The post „სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული”- პაპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი