სიახლე

დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, ბირთვული მტვერი დაგვიბრუნოს

GuriaNews

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, შეერთებულ შტატებს მაღალგამდიდრებული ურანი გადასცეს, – ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. „ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი და ისინი ამაზე დათანხმდნენ. ისინი ამას ძალიან მტკიცედ დათანხმდნენ. ისინი დათანხმდნენ, რომ დაგვიბრუნონ ბირთვული მტვერი, რომელიც მიწისქვეშეთშია B-2 ბომბდამშენებით განხორციელებული თავდასხმის გამო. ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან […] The post დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, ბირთვული მტვერი დაგვიბრუნოს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, შეერთებულ შტატებს მაღალგამდიდრებული ურანი გადასცეს, – ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

„ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი და ისინი ამაზე დათანხმდნენ. ისინი ამას ძალიან მტკიცედ დათანხმდნენ. ისინი დათანხმდნენ, რომ დაგვიბრუნონ ბირთვული მტვერი, რომელიც მიწისქვეშეთშია B-2 ბომბდამშენებით განხორციელებული თავდასხმის გამო. ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

Washington Post-ი წერს, რომ დონალდ ტრამპი ფრაზას – „ბირთვული მტვერი“ – მაღალგამდიდრებული ურანის აღსაწერად იყენებს, რომელიც, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) თქმით, მიწის ქვეშ ღრმად არის დამარხული, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ივნისში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა. ირანის ხელში მისი არსებობა ტრამპის ადმინისტრაციასა და თეირანს შორის დაძაბულობის მთავარი საგანი გახდა. აშშ აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს მასალა შეიძლება ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ. Washington Post-ი ხაზს უსვამს, რომ თუ დონალდ ტრამპის განცხადება დადასტურდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აშშ-ის მცდელობებში, შეამციროს თეირანის უნარი ბირთვული იარაღი აწარმოოს.

The post დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, ბირთვული მტვერი დაგვიბრუნოს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი