სიახლე

ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Alia

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ბერი ნიკოლოზის მრევლიც. მათი განცხადებით, 9 აპრილის შემდეგ მათ ბერთან შეხება არ ჰქონიათ. როგორც მრევლის წევრები ამბობენ, მიდიოდნენ მის ბინასთან, მაგრამ ოთახიდან არც მამაო გამოდიოდა, […] The post ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი appeared first on .

პირველწყარო →

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ბერი ნიკოლოზის მრევლიც. მათი განცხადებით, 9 აპრილის შემდეგ მათ ბერთან შეხება არ ჰქონიათ. როგორც მრევლის წევრები ამბობენ, მიდიოდნენ მის ბინასთან, მაგრამ ოთახიდან არც მამაო გამოდიოდა, და არც რაიმე ნიშანს აძლევდა. მათივე ცნობით, ბერი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში სუსტად იყო და ავადმყოფობდა, თუმცა ის ექიმის გამოძახების უფლებას არ აძლევდა. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები ბინაში შეშვებას ითხოვენ. „ჩვენ ჭირისუფლები ვართ, ბინაში უნდა შეგვიშვათ, რომ ვნახოთ რა ხდება.“ – ამბობს მრევლის ერთ-ერთი წევრი.

მრევლის ნაწილს არ სჯერა, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია. ისინი ითხოვენ, რომ პოლიციამ შეუშვას ბინაში, რათა თავად დარწმუნდნენ, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია.

მდუ­მა­რე ბე­რის კი­დევ ერთი მიმ­დე­ვა­რი, ჯე რკიდევ 16 აპრილს ჯგუფში „ქრისტე მეფე ნარიმანი“ წერ­და, რომ 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ ბი­ნის კა­რე­ბი არ გა­ღე­ბუ­ლა.

„sos 16.04.2026. დაგ­ვეხ­მა­რეთ მამა ნი­კო­ლო­ზის კურ­თხე­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­რე­შე, გან­წი­რუ­ლია და­ღუპ­ვის­თვის კე­თი­ლი სის­ტე­მა,“ – წერდს აღნიშნულ გვერდზე ბერის მრევლის წევრი.

მთელი დღის განმავლობაში ბერი ნიკოლოზის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბინაში იმყოფებოდნენ ექსპერტები და კრიმინალისტები.

ბერი ნიკოლოზი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ბერი ნი­კო­ლო­ზის ბი­ნის კარ­თან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მიმ­დევ­რე­ბი და მდუ­მა­რე ბე­რის­გან და­ლოც­ვას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დნენ. მდუმარე ბერი მათ ხშირად სხვადასხვა პროდუქტს, სანთლებს და ფულსაც კი ჩუქნიდა. ნარიმარ მაქარაშვილი ყკვე 19 წელია მდუმარებაშია და ის მრევლს მინიშნებებით და წერილებით ესაუბრებოდა.

The post ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი appeared first on .


მსგავსი