უკრაინამ ნავთობსადენი “დრუჟბა” შეაკეთა – მიწოდება დღეს აღდგება
უკრაინამ „დრუჟბის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ნავთობის უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მიწოდებას კიევი დღეს, ოთხშაბათს შუადღისას განაახლებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მის წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა და “ახლა ჯერი ევროკავშირზეა”, რომელმაც ომში მყოფ ქვეყანას 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივ უნდა დაუმტკიცოს. აღსანიშნავია, რომ ეს ფინანსური ტრანში მილსადენის გარშემო არსებული დავის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შეჩერებული. ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ წევრი ქვეყნები დახმარების პაკეტს მომდევნო 24 საათში დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, უკრაინისთვის დასავლური… The post უკრაინამ ნავთობსადენი “დრუჟბა” შეაკეთა – მიწოდება დღეს აღდგება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →