საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო.
ქართველი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ლუის ენრიკემ ის მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა.
კვარამ პირველი გოლი პენალტის ნიშნულიდან მე-13 წუთზე გაიტანა. მეორე გოლი დეზირე დუეს ანგარიშზეა. ხვიჩამ დუბლი 50-ე წუთზე გაიფორმა. ზუსტად 10 წუთში კი ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა ძელს მოხვდა.
სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით კვარაცხელიამ ორივე გუნდის რიგებში საუკეთერსო, 9.5 ქულა დაიმსახურა
The post ასეთი მაღალი ქულა დიდი ხანია არ მიუღია – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ 10 ქულიდან ნანტის წინააღმდეგ ? appeared first on elNews.ge.