დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელს განმეორებით მიმართავენ და სტუდიაში ეთერის დათმობას ითხოვენ. „დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული ასამდე ბავშვია. ბავშვების მშობლები უკვე ორი წელია სახელმწიფოსგან ვითხოვთ მკურნალობის დაფინანსებას და დაახლოებით 3 თვეა რაც ვითხოვთ პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგად ბავშვები ყოველწლიურად იღუპებიან. სახელმწიფომ მხოლოდ ქუჩის პროტესტის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება დიუშენის პაციენტებისთვის მრავალმხრივი კვლევების დაფინანსებაზე, რაც აუცილებელია მაგრამ არ არის საკმარისი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ხშირად კეთდება… The post დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →