სიახლე

“ნათელი გზა” – ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი

GuriaNews

„ნათელი გზა. ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი“ _ უკრაინელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა სტანისლავ ასეევმა დაწერა. მან ტყვეობაში 31 თვე დაყო. მათგან 28 თვე ოკუპირებული დონეცკის თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკში – რუსეთის ჰიბრიდული ძალების მიერ საპატიმროდ გადაკეთებულ ნათელი გზის ქუჩაზე მდებარე არტცენტრ „იზოლაციაში“ გაატარა, სადაც „ჯაშუშობის“ ბრალდებით მოხვდა. სწორედ ეს წიგნი წარადგინა დღეს თბილისის წიგნის ბაზრობაზე “გურია ნიუსის” […] The post “ნათელი გზა” – ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„ნათელი გზა. ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი“ _ უკრაინელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა სტანისლავ ასეევმა დაწერა.

მან ტყვეობაში 31 თვე დაყო. მათგან 28 თვე ოკუპირებული დონეცკის თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკში – რუსეთის ჰიბრიდული ძალების მიერ საპატიმროდ გადაკეთებულ ნათელი გზის ქუჩაზე მდებარე არტცენტრ „იზოლაციაში“ გაატარა, სადაც „ჯაშუშობის“ ბრალდებით მოხვდა.

სწორედ ეს წიგნი წარადგინა დღეს თბილისის წიგნის ბაზრობაზე “გურია ნიუსის” გამომცემელმა ია მამალაძემ -“სინათლე მედიას” ინიციატივა იყო, რომ წლევანდელ წიგნის გამოფენაზე, ჟურნალისტის წიგნი ჟურნალისტს წარედგინა.

“ნუთუ, ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს?” – წერს უკრაინელი ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელიც 2017 წელს დონეცკის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს, სასამართლომ კი15 წლით პატიმრობა მიუსაჯა „ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნისთვის“.

ასეევი სეპარატისტებსა და კიევს შორის ტყვეთა გაცვლის პროგრამით გათავისუფლდა.

“იქ რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია“.

გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.

წიგნი უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა და გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა.

The post “ნათელი გზა” – ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი