სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, არიან მძიმედ დაშავებულები. ერთ-ერთი დაშავებული ავტომობილშია მოყოლილი და მისი გამოყვანის მიზნით მანქანის გაჭრა მიმდინარეობს. სხვა დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდარის დეტალები ზუსტდება.
The post მძიმე ავარია სამტრედიაში- დაშავებული ავტომობილიდან ვერ გადმოჰყავთ appeared first on გურია ნიუსი.