სიახლე

“პაკისტანის თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა”- “თალიბანი”

მედიაცენტრი

ავღანეთის „თალიბანის“ განცხადებით, პაკისტანის მიერ ნაღმტყორცნებითა და სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყანაში, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ინფორმაციას „თალიბანის“ პრესსპიკერის მოადგილე ჰამდულა ფიტრატი ავრცელებს. „სამიზნე ამ თავდასხმების, რომლებიც შუადღის 14:00 საათზე დაიწყო, ჩვეულებრივი ადამიანების სახლები გახდა, მათ შორის საიდ ჯამალუდინის ავღანეთის უნივერსიტეტი. სამწუხაროდ, 70 თანამემამულე, მათ შორის 30 სტუდენტი, ქალი და ბავშვი, დაიჭრა, ხოლო ოთხი სხვა მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ პაკისტანის სამხედრო რეჟიმის ამ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეც მოქალაქეები, აკადემიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდნენ“, – განაცხადა ჰამდულა ფიტრატმა. The post “პაკისტანის თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა”- “თალიბანი” appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი