დღევანდელი სინოდის სხდომა დასრულდა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული.
“კენჭისყრაზე 20 ხმა დააგროვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი); 7 -7 ხმა კი მიიღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა”,_ განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
The post სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია- ვინ არიან ისინი appeared first on გურია ნიუსი.