გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.
The post ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები სამეგრელო-ზემო სვანეთში appeared first on გურია ნიუსი.