სამტრედიაში, სოფელ იანეთის მიმდებარედ, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ,,გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. The post სამტრედიაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა appeared first on გურია ნიუსი.