სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთსა და ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები გამოავლინა

რეგიონალური სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები მიაკვლიეს. 🔹 ფიზიკური პირი ლ. მ. (ლაგოდეხი, სოფ. ქვემო ნაშოვარი) სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“. 🔹 ინდმეწარმე დ. შ. (ბოლნისი, სოფ. დისველი) რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა რძის...

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები მიაკვლიეს.

🔹 ფიზიკური პირი ლ. მ. (ლაგოდეხი, სოფ. ქვემო ნაშოვარი) სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

🔹 ინდმეწარმე დ. შ. (ბოლნისი, სოფ. დისველი) რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა რძის გადამუშავებას და „ყველს“.

🔹 გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


მსგავსი