,,გვირეკავენ და ცდილობენ კარგი შეთანხმება დადონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – ტრამპი
„მუდმივად დაკავებული ვარ ირანელების ზარებით, რომლებიც გვირეკავენ და ცდილობენ კარგი შეთანხმება დადონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,თუ შეთანხმებას საერთოდ დადებენ, მაშინ მათ ცუდი შეთანხმება უნდა დადონ, რადგან სიმართლე გითხრათ, შესაძლოა, ჩვენთვის უკეთესიც კი იყოს, რომ შეთანხმება საერთოდ არ დავდოთ. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩვენ ამის გაგრძელებას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ასევე, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ ირანის ნაადრევად დატოვებას არ აპირებს. მანამდე, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა. The post ,,გვირეკავენ და ცდილობენ კარგი შეთანხმება დადონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →