სიახლე

მეორე აკაკი გაგვიხდა?“ — რის გამო დაიბარეს გალაკტიონი „ცეკაში“

GuriaNews

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, […] The post მეორე აკაკი გაგვიხდა?“ — რის გამო დაიბარეს გალაკტიონი „ცეკაში“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“

ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო.

ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“.

საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“…, – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“… „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა.

გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.

The post მეორე აკაკი გაგვიხდა?“ — რის გამო დაიბარეს გალაკტიონი „ცეკაში“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი