სიახლე

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

Alia

თიბისი ტექსკოლა – თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც უკვე 3 წელია გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების მოხსნით, უფროსკლასელებს ეხმარება – ტექნოლოგიების სამყაროში საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონდა მომავალი პროფესიებისკენ პირველი ნაბიჯებიგადადგან. სამი წლის განმავლობაში თიბისი ტექსკოლის უფასო, ონლაინ კურსები, მთელი საქართველოდან, 4 ათასამდე მოსწავლემ გაიარა. აქ მონაწილეები სწავლობენ ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, UI/UX დიზაინს, მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკული დიზაინს, […] The post თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები appeared first on .

პირველწყარო →

თიბისი ტექსკოლა – თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც უკვე 3 წელია გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების მოხსნით, უფროსკლასელებს ეხმარება – ტექნოლოგიების სამყაროში საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონდა მომავალი პროფესიებისკენ პირველი ნაბიჯებიგადადგან.

სამი წლის განმავლობაში თიბისი ტექსკოლის უფასო, ონლაინ კურსები, მთელი საქართველოდან, 4 ათასამდე მოსწავლემ გაიარა. აქ მონაწილეები სწავლობენ ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, UI/UX დიზაინს, მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკული დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგს და ა.შ.

ახალ თაობას შორის თიბისი ტექსკოლის წარმატება იმანაც განაპირობა რომ აქ ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი თაობის ინტერსებს და სწორედ ამიტომ, ტექსკოლა ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

პროგრამა მონაწილეებს სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს:

• ვებმენეჯმენტი | რთული პროექტების მართვა, ტექნიკური დოკუმენტაციისა და კონტენტის შექმნახელოვნური ინტელექტის დახმარებით;
• გრაფიკული დიზაინი | კრეატიული იდეებისგარდაქმნა პროფესიულ ვიზუალურ კონცეფციებად თანამედროვე AI ხელსაწყოების გამოყენებით;
• ვაიბ კოდინგი (Vibe Coding) |პროგრამირების ახალიმიდგომა, რომელიც უფროსკლასელებს ასწავლის, როგორ შექმნან რეალური ვებაპლიკაციები ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით.

ჯეოლაბთან პარტნიორობით, თიბისი ტექსკოლის მიზანია – ახალგაზრდებს მისცეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და ტექნოლოგიებთან ეფექტური მუშაობის უნარი.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი იდეების და იმის, რომ სწორედ შენ შეგიძლია მართო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს ცვლის.

(R)

The post თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები appeared first on .


მსგავსი