ისრაელმა ლიბანიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა
ისრაელმა (IDF) 5 მაისს, დილით სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ჰეზბოლას მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, ისრაელის არმია იძულებულია ძალის გამოყენებით დაჯგუფების წინააღმდეგ იმოქმედოს“. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სამხრეთ ლიბანში ორი თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 4 მაისს ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. თავის მხრივ, განცხადება გააკეთა ისრაელის ხელისუფლებამაც და იმავე პერიოდში ისრაელის 17 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. The post ისრაელმა ლიბანიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →