სიახლე

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

მედიაცენტრი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები დღეს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა დნიპროში ისმოდა. რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმს, დონეცკს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პუტინის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მაისს 00:00 საათიდან ამოქმედდებოდა. The post რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი