სიახლე

სესხი გაძვირდა – რას ასახელებს მიზეზად ეროვნული ბანკი?

Alia

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ის დონეზე დაადგინა. სებ-ში გადაწყვეტილებას გლობალურ ბაზრებზე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს უკავშირებენ. „თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან […] The post სესხი გაძვირდა – რას ასახელებს მიზეზად ეროვნული ბანკი? appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ის დონეზე დაადგინა.

სებ-ში გადაწყვეტილებას გლობალურ ბაზრებზე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს უკავშირებენ.

„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები

აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს.ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. სწორედ ამიტომ კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გავლენას იქონიებს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე. ორგანიზაციის მონაცემებით, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ასეთი ტიპის 252 029 სესხია გაცემული და მათი უმეტესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

შესაბამისად, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდა ათიათასობით მსესხებლის ყოველთვიური გადასახადის ზრდას გამოიწვევს.

The post სესხი გაძვირდა – რას ასახელებს მიზეზად ეროვნული ბანკი? appeared first on .


მსგავსი