სიახლე
252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა
მედიაცენტრი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა – რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ის დონეზე დაადგინა. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გავლენას იქონიებს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე. ორგანიზაციის მონაცემებით, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ასეთი ტიპის 252 029 სესხია გაცემული და მათი უმეტესობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდა ათიათასობით მსესხებლის ყოველთვიური გადასახადის ზრდას გამოიწვევს. The post 252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.