სიახლე

მომდევნო კვირაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება

რეგიონალური სიახლეები

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირი ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მოხდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ლოცვა და ერთიანობა, რათა პროცესი მშვიდობიანად და ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლოდ წარიმართოს. „იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს...

პირველწყარო →

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირი ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მოხდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ლოცვა და ერთიანობა, რათა პროცესი მშვიდობიანად და ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლოდ წარიმართოს.

„იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი“, – განაცხადა მეუფე შიომ.


მსგავსი