6 ცათამბჯენი დედაქალაქის ცენტრში – “ტრამპთაუერ თბილისის” რენდერები ვრცელდება
ამერიკული გამოცემა Newsweek-ი „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის რენდერებს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, განაშენიანების რენდერის მიხედვით, კოშკი, რომლის თავზეც ოქროსფერი ასოებით აწერია სახელი – Trump, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში უნდა აშენდეს. 70-სართულიანი ცათამბჯენის საინვესტიციო ღირებულება 2 მლრდ დოლარს შეადგენს. „თბილისი დაუნთაუნის“ კომპლექსი 6 კოშკისგან იქნება შემდგარი, რომელთა ცენტრალურ ნაწილსაც „ტრამპთაუერ თბილისი“ წარმოადგენს. პროექტი, 600 000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება და გააერთიანებს ბიზნესცენტრს, ლუქს კლასის სავაჭრო სივრცეებს, მაღალი კლასის სასტუმროს, კვებისა და გასართობ ობიექტებს. პროექტი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს განხორციელდება, ცათამბჯენი კი საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს. The post 6 ცათამბჯენი დედაქალაქის ცენტრში – “ტრამპთაუერ თბილისის” რენდერები ვრცელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →