გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში – გვიან ღამით რესტორან “ფოროსმანში” მოხდა. მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი დააკავა.
The post გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.