სიახლე

ერთი და იგივე პროდუქტის ფასი სხვადასხვა მარკეტში

მედიაცენტრი

პროდუქტების ფასები მკვეთრი მატება ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ერთი საკითხია, რომ ფასი მაღალია, თუმცა, მეორეა ერთი და იგივე პროდუქტის ფასები „სუპერმარკეტების“ მიხედვით. მაგალითად, თუ ერთ „მარკეტში“ ერთი პროდუქტი 5 ლარი ღირს, იგივე პროდუქტი მეორეში დაახლოებით 15 ლარად იყიდება. ეს ეხება არაერთ პროდუქტს. ფასების განსაკუთრებული მაჩვენებლით კი „ევროპროდუქტები“ და „აგროჰაბი“ გამოირჩევა. ბიზნესოპერატორები თუ მწარმოებლები ხშირად აქცენტს აკეთებენ „ქეშბექებსა“ და დაბეგვრაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთნაირად იბეგრება, ერთი და იგივე პროდუქციაზე რადიკალურად განსხვავებულ ფასებს აწესებენ. თვალსაჩინოებისთვის, ფოტოზე წარმოდგენილი ყავა, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ სრული უკონტროლობაა ბაზარზე. The post ერთი და იგივე პროდუქტის ფასი სხვადასხვა მარკეტში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი