სააგენტო "პარალელი"
“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია ჯაფარიძე
საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტს, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“1) ეშინიათ ახალი სანქციების;
2) ცდილობენ, ისევ მოატყუონ დასავლეთი და რამე გამოივაჭრონ;
3) უჭირთ შიდა და გარე წნეხების ატანა;
4) შიდაოლიგარქიული წმენდაა.
ვისაც დაიჭერენ, ფულს მისცემენ და მალე გამოუშვებენ. რა სპეცრაზმელი დააკავეს
რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს? 5 კაცი ალბათ მარტო მე დამხვდა სახლთან
მთავარია დასავლეთი არ შეცდეს კიდევ ერთხელ“, – წერს გია ჯაფარიძე.
“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია ჯაფარიძე
პარალელი