სიახლე

სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს

მედიაცენტრი

რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის დაბარება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. „კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნა დაეთმო“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში. ცნობისთვის, ორშაბათს ერევანში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმის დროს მოსკოვის თავზე, შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმა გადაიფრინოს. The post სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი