თბილისში არასრულწლოვანმა, თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთ მაღაზიიდან 42 მობილური ტელეფონი და თანხა მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post თბილისში არასრულწლოვანმა, თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთ მაღაზიიდან 42 მობილური ტელეფონი და თანხა მოიპარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →