,,რუსეთს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდება” – პესკოვი
„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ვაი მას, ვინც გამარჯვების დღეს დასცინის და მსგავს სულელურ ხუმრობებს ცდილობს. ეს, ალბათ, მისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა. ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება, რომ ჩვენი გამარჯვების დღით ვიამაყოთ“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის ინიციატივას 9-11 მაისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაეთანხმა. ზელენსკიმ რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო The post ,,რუსეთს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდება” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →