სიახლე

ესპანეთმა დაიწყო მგზავრების ევაკუაცია ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა

მედიაცენტრი

გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მგზავრების მცირე ჯგუფი, რომლებიც ესპანეთის მოქალაქეები არიან, ამჟამად ტენერიფეს პორტ გრანადილიაში მიემართება. მგზავრებს პორტიდან სამხედრო ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანენ, საიდანაც ესპანეთის მთავრობის თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრებიან. მადრიდში მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და კარანტინში მოათავსებენ. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი რეისით ესპანეთის 14 მოქალაქე გაემგზავრება, მომდევნო რეისებით კი ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიის, საბერძნეთის მოქალაქეებს გადაიყვანენ. ბოლო რეისი ხვალისთვისაა დაგეგმილი, რომელიც ავსტრალიაში გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ გემზე სიმპტომები არავის აღენიშნება, მგზავრები და ეკიპაჟი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავიანთ… The post ესპანეთმა დაიწყო მგზავრების ევაკუაცია ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი